თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადების საფუძველზე ომბუდსმენმა ვეგანური კაფე „კივის" ადმინისტრაციის მიმართ, ფართის მესაკუთრის მხრიდან, გარეგნობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით, ასოციაციითი დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა.
„სახალხო დამცველის წინაშე წარდგენილ განცხადებაში EMC უთითებდა, რომ ფართის მესაკუთრის მხრიდან ადგილი ჰქონდა რამდენიმე ნიშნით, მათ შორის, არანორმატიული გარეგნობისა და მასთან დაკავშირებული განსხვავებული (შეხედულების), ასევე ასოციაციით სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციულ მოპყრობას, რაც ფართით სარგებლობის დროს საკუთრების უფლების განგრძობადი შეზღუდვისა და საბოლოოდ, ქირავნობის ხელშეკრულების უკანონო შეწყვეტაში გამოიხატა", ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge