თბილისი. 4 მაისს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე" 1325-ის განხორციელებისთვის საქართველოს 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საკოორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრას საკოორდინაციო ჯგუფის წევრები – პასუხისმგებელი და თანამშრომელი უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საუბარი შეეხო იმ წარმატებებსა და გამოწვევებს, რომელიც სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესშია. სამოქალაქო საზოგადოებამ გააჟღერა თავისი რეკომენდაციები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში