თბილისი. 4 მაისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლებიც საკანონმდებლო წინადადების წარდგენის რეგულაციას შეეხება.
„ინიციატივის თანახმად დგინდება საკანონმდებლო წინადადებით პარლამენტისთვის მიმართვის ამჟამინდელი პრაქტიკისაგან განსხვავებული პირობები და წესები.
საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებები აწესებს დაუსაბუთებელ ბარიერს მოქალაქეებისათვის საკანონდებლო წინადადების წარდგენის პროცესში", ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვებ-გვერდზე.
წყარო: www.transparency.ge