en
ge

ომბუდსმენის სპეციალური ანგარიში

თბილისი. 29 მაისს, ომბუდსმენმა „ქალთა უფლებრივი მდგომარეობისა და გენდერული თანასწორობისა" და „ოჯახში ძალადობისგან დამცავი მექანიზმების" შესახებ სპეციალური ანგარიშები წარადგინა.
„უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლისგან განსხვავებით, ანგარიშის მომზადებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენდა გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის სრულად და დროულად მოწოდება რაც, გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის კუთხით თანამშრომლობისათვის ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია და მიანიშნებს იმაზე, რომ რიგ უწყებებში ინფორმაციის შეგროვებისა და გაანალიზების კუთხით არსებობს სისტემური ხარვეზი.
საანგარიშო პერიოდში შემაშფოთებელი იყო ქალთა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დაფარულ პრობლემას წარმოადგენდა. აღნიშნული საკითხები, სახელმწიფოს მხრიდან კოორდინირებულ, თანმიმდევრულ და საჭიროებებზე დაფუძნებულ რეაგირებას მოითხოვს”, ნათქვამია ომბუდსმენის ვებ-გვერდზე. 
სრულად...
წყარო: www.ombudsman.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)