en
ge

„ავსტრალიის რაგბის ნაკრები ბავშვთა ჰოსპისში“

თბილისი. 1 ივნისს, ბავშვთა ჰოსპისს „ციცინათელების ქვეყანას” ავსტრალიის რაგბის ნაკრები ესტუმრა.
მორაგბეები საქართველოში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ და ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს ჰოსპისის ბავშვები მოინახულეს.
ავსტრალიის ნაკრების მორაგბეებმა ჰოსპისში კედელი მოხატეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს ბავშვებთან. ამასთან სოლიდარობის ნიშნად, მორაგბეებმა ფეისბუკის საკუთარ გვერდებზე პროფაილ ფოტოდ ჰოსპისის ლოგო დააყენეს.
საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა” 2017 წლის იანვარში გაიხსნა. „ციცინათელების ქვეყანა” ოჯახური ტიპის პალიატიური მზრუნველობის დაწესებულებაა, სადაც უფასოდ ემსახურებიან ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ ბავშვებს და მათ ოჯახებს”, ნათქვამია ღია საზოგადოება საქართველოს ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: www.osgf.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)