თბილისი. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების რეკომენდაციები შეიმუშავეს.
„2011 წლიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ახალი საარჩევნო კოდექსი მიიღო, საარჩევნო კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება შევიდა, რამაც ხელი შეუწყო მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას. თუმცა, გასული არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე კვლავ რჩება პრობლემური საკითხები, რაც გასწორებას საჭიროებს," - ნათქვამია დოკუმენტის შესავალ ნაწილში, - „გასული წლების წინასაარჩევნო, არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების, ასევე, საერთაშორისო სტანდარტების გაანალიზების საფუძველზე, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც წინამდებარე დოკუმენტშია წარმოდგენილი. აღნიშნული რეკომენდაციები შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული რიგი პრობლემების გადაჭრას, რომლის გათვალისწინება ხელს შეუწყობს უფრო კონკურენტული და ჯანსაღი საარჩევნო გარემოს შექმნას".
წყარო: www.isfed.ge