თბილისი. ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (NIMD) და კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, გამოიცა ფილოსოფოს ლელა გაფრინდაშვილის წიგნი „ქალის უფლებრივი მდგომარეობა აჭარაში".
როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, ქალთა პრობლემების მოგვარების გზაზე, უმნიშვნელოვანესია პრობლემების გაცნობიერება არა მხოლოდ გლობალურ კონტექსტში, არამედ ცალკეული სოციალური ჯგუფებისა და რეგიონების მიხედვით. ამ სამუშაოს არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ, რომლებიც ყველაზე კარგად დედაქალაქში განვითარდნენ და, სწორედ ამიტომ, ქალის უფლებრივ მდგომარეობასა და დისკრიმინაციის ფორმებზე ყველაზე მეტი ინფორმაცია თბილისში მომუშავე ორგანიზაციებში იყრის თავს. რეგიონებში მათი რიცხვი მცირეა და ცოტაა მათი დედაქალაქის ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შემთხვევებიც. თუმცა, ასეთი კოლაბორაცია მაინც არსებობს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეს ნაშრომი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აჭარაში, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე რეფლექსიის ცდაა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი