en
ge

როგორ შევიმუშაოთ კომპანიის CSR სტრატეგია

თბილისი. 30 ივნისს, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა ჩაატარა ტრენინგი „როგორ შევიმუშაოთ კომპანიის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია".
„აღნიშნულ საკითხზე ტრენინგი პირველად ჩატარდა საქართველოში და მას ადგილობრივი მსხვილი ბიზნესის ოცი წარმომადგენლი ესწრებოდა. ტრენინგი ევროკავშირის პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში გაიმართა, ასევე ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო იზრდება კავშირი CSR-სა და ბიზნესის წარმატებას შორის. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გაიაზრება მენეჯმენტის მიდგომად, რომლის მეშვეობითაც კომპანიები უფრო მდგრადები, ეფექტურები, კონკურენტუნარიანები და წარმატებულები არიან. საქართველოსა და ევროკავშირის ინტეგრაცია ახალ შესაძლებლობებს უხსნის ქართულ კომპანიებს გაიტანონ საკუთარი პროდუქცია ევროპულ ბაზრებზე, მოიზიდონ მეტი ინვესტორი და ბიზნეს-პარტნიორი ევროპის ქვეყნებიდან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)