en
ge

საქართველოს სახალხო დამცველი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს ეხმაურება

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი მართლმსაჯულების საერთაშორისო დღესთან დკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
„1998 წელს რომის სტატუტის მიღებით სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ კაცობრიობისთვის ცნობილი ყველაზე მძიმე დანაშაულები დაუსჯელი არ უნდა დარჩენილიყო. ომის დანაშაულების, ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების, გენოციდისა და აგრესიის ფაქტების გამოსაძიებლად და მართლმსაჯულების განსახორციელებლად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეიქმნა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად ცხრა გამოძიებას აწარმოებს, რომელთაგან ერთ-ერთი 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიებას შეეხება. სასამართლოს ისტორიაში ეს პირველი გამოძიებაა ევროპის ტერიტორიაზე. გამოძიების დაწყების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ქართველთა მიმართ შესაძლო ეთნიკურ წმენდასა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის ხელოვნურ ცვლილებას", - ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი უერთდება მართლმსაჯულების საერთაშორისო დღის სულისკვეთებას და იმედოვნებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო შეძლებს განახორციელოს ეფექტიანი მართლმსაჯულება მის იურისდიქციას დაქვემდებარებულ დანაშაულებზე, აღადგინოს სამართლიანობა და დაიცვას დაზარალებულთა უფლებები.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)