თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს ბლოგპოსტს: „თბილისის მერიიდან პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების ტენდენცია გრძელდება".
„სამსახურიდან გათავისუფლების არსებული სტატისტიკა განსაკუთრებით პრობლემურია, როდესაც საჯარო დაწესებულებაში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობს და ქმნის გონივრული ეჭვის საფუძველს, რომ საჯარო დაწესებულების მიერ პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან გათავისუფლების მექანიზმი შესაძლოა ბოროტად იყოს გამოყენებული, რათა დამსაქმებელმა თავიდან აირიდოს რეორგანიზაციის საფუძველზე საჯარო მოსამსახურეთა სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთება და მათთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მონიტორინგის პერიოდში, თბილისის მერიაში სამსახურიდან გათავისუფლების სტატისტიკა შესაძლოა მსგავსი გარემოებების არსებობით იყოს განპირობებული", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: gyla.ge