en
ge

განცხადება სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაციის შექმნაზე

თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც 2017 წლის 1 აგვისტოდან თბილისის საქალაქო სასამართლოში კომერციული დავების ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნება.
„ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, საბჭოს გადაწყვეტილება წარმოადგენს სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური და ძირეული პრობლემების გადაფარვის მცდელობას და ის რეალურ შედეგს ვერ გამოიღებს.
იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემა კლანური მმართველობის პრინციპებით იმართება, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფავორიტიზმის საფუძველზე ნიშნავს/აწინაურებს მოსამართლეებს, ყველა ტიპის დავაში შეიძლება გაჩნდეს არასათანადო ჩარევების რისკი და ეჭქვეშ დადგეს მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და კვალიფიციურობის საკითხი. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, დაიწყოს სასამართლოს სისტემის სრული და ძირეული რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხიანი და სწრაფი მართმსაჯულების განხორციელებას არა მხოლოდ ცალკეული, არამედ ყველა კატეგორიის დავაში", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
სრულად...
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)