თბილისი. ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ.
„2017 წლის 15 აგვისტოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოქვეყნებულ სპეციალურ ანგარიშში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ მდგომარეობას აფასებს", - ვკითხულობთ მასალაში, - „ანგარიშის თანახმად, კონსტიტუციით სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის მუხედავად, კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პრეფერენცირებას ახდენს და სხვა რელიგიური ორგანიზაციებისგან განსხვავებით პრივილეგიებს ანიჭებს"...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი