თბილისი. ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ჰელოუ ჯოი"-ს ინიციატივითა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ახალი სოციალური კაფე-ბარი Hello Joe გაიხსნა.
Hello Joe წარმოადგენს სოციალურ საწარმოს, რომლის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა მუსიკოსების დასაქმებას. სოციალური კაფე-ბარი ორიენტირებულია 18-დან - 30 წლამდე ასაკის მუსიკოსებზე და პლათფორმას, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის სასურველ დროს, საათობრივად გამოიმუშაონ შემოსავალი.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში