თბილისი. ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო აქვეყნებს შოთა პაპავას ბლოგპოსტს: „ემოციური ტვირთი ცოლის მხრებზე - ფემინისტური კაცობის ავთენტური გრძნობები".
„იმის თქმა მინდა, რომ თუ ჩემთვის ჭურჭლის და საკუთარი საცვლების რეცხვა საკმაოდ მარტივი იყო, დადგა პერიოდი, როცა ემოციური ტვირთის უმეტესობა ჩემი ცოლის მხრებზე გადავდე. ერთხელაც, ჩემმა ცოლმა ეს რომ აღნიშნა, ჩემი ფარისევლობა მკაფიოდ მომხვდა თვალში. ამის შემდეგ გამიქრა სურვილი საჯაროდ ფემინიზმზე მსჯელობისა და მეც „გავჩუმდი," რაზეც არაერთხელ დაწერილა სწორედ ამ რუბრიკის ფარგლებში", ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: www.feminism-boell.org