en
ge

ომბუდსმენის წინადადება გაუპატიურების მსხვერპლი ქალების უფლებებზე

თბილისი. 3 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
„ზოგადი წინადადების გამოცემას საფუძვლად დაედო „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის" (WISG) განცხადება. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალები, ამავე დანაშაულის შედეგად დაზარალებულ კაცებთან შედარებით უთანასწორო მდგომარეობაში არიან, რადგან ამ ტიპის ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ორსულობის შეწყვეტის მიზნით სამედიცინო ჩარევის უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გათვალისწინებული არ არის".
ომბუდსმენი აღნიშნავს: „ისეთ საზოგადოებებში, სადაც გაუპატიურების გამო მსხვერპლის დადანაშაულება და მისი სტიგმატიზაცია განსაკუთრებით არის ფესვგადგმული, გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა ქმნის წინაპირობას, რომ მსხვერპლი შესაძლოა მუდმივად იყოს მის ირგვლივ არსებული სოციალური წნეხის ქვეშ და განიცადოს ვიქტიმიზაცია. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში სოციუმიდან მომდინარე წნეხზე მეტად გაუპატიურების მსხვერპლი იტანჯება დანაშაულის გრძნობით, ნაკლებად სცემს საკუთარ თავს პატივს და ეწევა თვითსტიგმატიზაციას".
სრულად... 
წყარო: women.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023