თბილისი. 11 ოქტომბერს ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტმა „ამერიკის კუთხე – რუსთავისა" და „ახალგაზრდა ინიციატორების" ორგანიზაციაში გაწევრიანებული ქალებისთვის ქალთა უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
„მარიამმა შეხვედრაზე ქალთა ემანსიპაციის შესახებ ისაუბრა როგორც მსოფლიოს, ასევე საქართველოს მაგალითზე. მონაწილეებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებები გააცნო, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ძალადობაზე, შრომით ურთიერთობებსა და გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. მარიამმა შეხვედრის მონაწილეებს, ასევე, გააცნო სტამბოლის კონვენციის საფუძველზე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com