თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, ქალთა მოძრაობამ საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის სახელზე 1000 ხელმოწერა შეიტანა.
„პეტიციის ხელმომწერნი მოითხოვენ, პარლამენტმა დაუყოვნებლივ მიიღოს საკანონმდებლო ცვლილებები შრომის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რათა სექსუალური შევიწროება აიკრძალოს როგორც დასაქმების ადგილზე, ისე საჯარო სივრცეში", ნათქვამია გენდერული საინფორმაციო პორტალის ვებგვერდზე.
წყარო: ginsc.net