აჭარა. 28 ოქტომბერს, საზოგადოებრივი განვითარების აკადემიისა და ბათუმის ამერიკული კუთხის პარტნიორობით, დემოკრატიის და ლიდერობის სკოლის ფარგლებში ჩატარდა ლექცია „ფემინიზმი, ფემინიზმის ისტორია და ფემინიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია".
საჯარო ლექციის ფარგლებში სპიკერმა განიხილა ფემინიზმის წარმოშობის ისტორია - ფემინიზმი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგია, ფემინიზმი და მის გარშემო არსებული განსხვავებული და ურთიერთსაპირისპირო პოზიციები და სხვა.
დემოკრატიის და ლიდერობის სკოლის მიზანია სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია დემოკრატიის და დემოკრატიული ღირებულებების შესახებ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში