en
ge

ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) სტუმრად თეთრიწყაროში

ქვემო ქართლი. ყაზბეგის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წევრები და სოფლის განვითარების პროექტის წარმომადგენლები თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფს ესტუმრნენ. შეხვედრის მიზანს ყაზბეგის LAG-ის მიერ თეთრიწყაროს LAG -ისთვის გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
RDFG-ს პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში" სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება და სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერ” (LEADER) მიდგომას ეფუძნება. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG) იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
პროექტში RDFG-ის პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA), ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT) და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)