თბილისი. 2 ნოემბერს სამოქალაქო პლატფომა "არა ფობიას” წევრმა ორგანიზაციებმა - მედიის განვითარების ფონდმა, თანასწორობის მოძრაობამ, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტიმა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ, შავი და ბალტიის ზღვის ალიანსმა - ტელეკომპანია "მაესტროს” თვითრეგულირების ორგანოს საჩივრით მიმართეს.
საჩივრის საფუძველი "მაესტროს” 27 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის მაგდა ანიკაშვილის ჰომოფობიის წამახალისებელი კომენტარები გახდა, რომელიც მან ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ნიკა ჯღარკავასთან ინტერვიუს დროს შეკითხვების დასმისას გააკეთა.
წყარო: „მედიის განვითარების ფონდის" ვებგვერდი