en
ge

სახალხო დამცველის შეხვედრები ბორჯომ-ბაკურიანის მოსახლეობასთან

სამცხე-ჯავახეთი. რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით სასაუბროდ, საქართველოს სახალხო დამცველი ბორჯომის, დაბა ბაკურიანისა და სოფელ ციხისჯვრის მოსახლეობას შეხვდა.
ბუნებრივი აირის არარსებობა, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღის არქონა, ამბულატორიისა და სკოლის სარემონტო შენობები, შეშის ჭრის გართულებული პროცედურები, მიწების რეგისტრაციის პრობლემა - მთლიანობაში, ეს საკითხები დაასახელეს ამ სოფლების მცხოვრებლებმა.
მოსახლეობამ, ასევე, უკმაყოფილება გამოხატა „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ" კანონის მოქმედებით, რადგან მიაჩნია, რომ კანონი საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შერჩევით ეხება.
სახალხო დამცველი ბორჯომის პლატოზე განსახლებულ დევნილებსაც შეხვდა და მათი პრობლემებიც მოისმინა.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი






სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)