თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა სს „წყალი მარგებელს", ენერგეტიკული სასმელის, „ბუღას" სექსისტური შინაარსის შეფუთვასა და სარეკლამო კამპანიასთან დაკავშირებით, ზოგადი წინადადებით მიმართა.
ენერგეტიკული სასმელი „ბუღას" შეფუთვაზე გაკეთებულია ილუსტრაცია და წარწერა „არ არის გოგონებისათვის". სასმელის პოპულარიზაციის მიზნით, სოციალურ ქსელში წარმოებული კამპანიის მიზანი კი, არის ხაზი გაუსვას, რომ „ბუღა" არის „ნამდვილი მამაკაცებისათვის". სოციალურ ქსელში ასევე ხელმისაწვდომია რეკლამა, რომლის თანახმად, სასმელი „ძროხა" განკუთვნილია „მხოლოდ ნაშებისთვის".
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ „ბუღას" შეფუთვა შეურაცხმყოფელია ქალებისთვის და ხელს უწყობს ქალთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენებას, რამდენადაც სასმელის შეფუთვა და სოციალურ ქსელში კომპანიის მიერ წარმოებული კამპანია ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურ როლს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი