en
ge

სახალხო დამცველი კამპანიას „წამმზომი ჩართულია“ აჯამებს

თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა კამპანია „წამზომი ჩართულია" შეაჯამა. კამპანია, რომელიც სახალხო დამცველმა 2016 წლის 28 მარტს დაიწყო, მიზნად ისახავდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მასშტაბურ და სერიულ დარღვევებზე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ადეკვატური პასუხის მიღებას.
სახალხო დამცველის განცხადებით, წამმზომის ჩართვიდან კამპანიის დასრულებამდე 609 დღის განმავლობაში, პირადი ცხოვრების უხეში შელახვის ყველა ფაქტი სრულყოფილად გამოძიებული არ არის, შესაბამისად, არ არიან დასჯილნი დამნაშავე პირები.
„სახელმწიფომ და სამართალდამცავმა ორგანოებმა შეურიგებელი ბრძოლა უნდა გამოუცხადონ პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევასა და წამებისა თუ სხვა სასტიკი მოპყრობის ფაქტებსა და მათ გავრცელებას, რაც უდიდეს გამოუსწორებელ მორალურ ტკივილს აყენებს ადამიანს", - აცხადებს სახალხო დამცველი.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023