ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა, გენერალური ასამბლეის სხდომაზე, ევროპაში ადამიანის უფლებათა მდგრადი გარემოს დაცვისა და ხელშეწყობის თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების როლის შესახებ იმსჯელა.
ასამბლეაზე ხაზი გაესვა იმას, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის საქმიანობა ხელისუფლების მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, რაც საფრთხეს უქმნის საზოგადოების ნდობას ინსტიტუტისა და მისი ხელმძღვანელის მიმართ.
ასამბლეის მუშაობაში საქართველოს სახალხო დამცველი მონაწილეობდა.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი