კახეთი. 11 დეკემბერს, TDI-მ წნორში, „ცოდნის კაფეში" გამართა დოკუმენტური ვიდეოების, „ჰურიე", „ბიბლია ჟესტების ენაზე" და „პოლონელი მღვდელი სამცხედან" ჩვენება. ვიდეოები მომზადებულია მულტიმედია პლატფორმისთვის „მრავალფეროვნების სახეები".
„ვიდეოპორტრეტები მოგვითხრობს მუსლიმი გოგოს, ჰურიეს შესახებ; გვიჩვენებს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ბიბლიას ჟესტების ენაზე სწავლობენ; პოლონელი მღვდელი, რომელიც სამი წელია სამცხეში ცხოვრობს და ქართულად ქადაგებს, გვიზიარებს თავის შთაბეჭდილებებს საქართველოზე.
ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ერთ-ერთი ვიდეოს გმირის, ჰურიე აბაშიძისა და რეჟისორის, ბესო გვენეტაძის მონაწილეობით", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში