თბილისი. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ახალი დეპარტამენტი შეიქმნება - ინფორმაციას გენდერული საინფორმაციო პორტალი ავრცელებს.
„ხაზი მინდა გავუსვა ისეთ კომპონენტს შსს-ში, როგორიც არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვა. ამ ნაწილში ჩვენ ვხედავთ, რომ გამოწვევები საკმაოდ მაღალია, შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ცენტრალური აპარატის დონეზე შევქმნათ დამატებითი დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქცია იქნება ადამიანის უფლებები. ვფიქრობ, ეს დეპარტამენტი იქნება დროებითი, იქამდე სანამ არ დასრულდება უწყებაში საგამოძიებო კომპონენტის საბოლოოდ დახვეწა და რეფორმირება. ეს სპეციალური უწყება იზრუნებს ისეთი სახის დანაშაულზე, როგორიც არის ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვნების დანაშაული და ა.შ.”, განაცხადა გახარიამ.
წყარო: ginsc.net