თბილისი. 28 დეკემბერი 2017 – 2017 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ მიიღო სოფლის განვითარების სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისათვის, რომელიც მომზადდა ევროკავშირის (EU) დახმარებით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
სამოქმედო გეგმაში შესულია 69 კონკრეტული ღონისძიება, ხოლო მისი მთლიანი ბიუჯეტი 1.7 მილიარდ ლარს აღემატება. გეგმის მიღებას წინ უძღოდა მისი განხილვა სოფლის განვითარების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომელიც 22 დეკემბერს გაიმართა. ახალი სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს მომავალი სამი წლის განმავლობაში განსახორციელებელ საქმიანობას, რომლის მიზანიც საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლის ეროვნულ სტრატეგიაში აღწერილი საკვანძო გამოწვევებთან გამკლავებაა.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი