თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციისას თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტს ეხმაურება.
ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე ყოველმხრივი, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატაროს.
„მთლიანობაში მაჩალიკაშვილის პროცესუალური სტატუსის მიღმა დატოვებასთან ერთად, სუს-ის მიერ აღნიშნული ვიდეო მასალის გავრცელება მიუთითებს საგამოძიებო ორგანოს ინტერესზე მტკიცების არასათანადო სტანდარტით ისაუბროს მაჩალიკაშვილის დამნაშავეობაზე და ამ გზით გადაფაროს ის კრიტიკა, რომელიც პანკისის ხეობაში დემონსტრაციულად მასშტაბური და ძალადობრივი სპეცოპერაციისა და თ. მაჩალიკაშვილის მიმართ აშკარად სავარაუდოდ არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტის მიმართ არსებობს", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge