თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტის, მაგდა ჯიმშელეიშვილის დახმარებით მოქალაქე მახარე მერებაშვილმა 3 წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ მახარე მერებაშვილის გათავისუფლება ცალსახად უკანონოდ მიიჩნია. შესაბამისად, მოპასუხეს დაევალა კომპენსაციის სახით 28 000 ლარის ანაზღაურების გადახდა.
მახარე მერებაშვილი 2012 წლიდან კონკურსის წესით დასაქმდა დანაშაულის პრევენციის ცენტრში. 2014 წელს კი იგი ასევე კონკურსის წესით დაინიშნა ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე. თუმცა, 2015 წლის თებერვალში მახარე მერებაშვილი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
თუ თვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ შელახა თქვენი ინტერესები, დაუკავშირდით ორგანიზაციის სამართლებრივი დახმარების ცენტრებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში:
თბილისი: აღმაშენებლის 61, ტელ: 032 260 15 08;
ზუგდიდი: ცოტნე დადიანის 2, ტელ: 0415 22 37 20;
ბათუმი: ფარნავაზ მეფის 74, ბინა 9; ტელ: 0422 29 44 88;
ქუთაისი: თამარ მეფის 21, ტელ: 0431 25 45 31.