თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროში, პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული შეფასება" ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„საწყის ეტაპზე პროექტში ყურადღება გენდერული კვლევების ჩატარებაზე გამახვილდება, მოგვიანებით კი, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ეთიკის, კეთილსინდისიერების, მოტივაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, კვლევების წარმოების კუთხით.
სამუშაო შეხვედრაზე პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ და შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელმა, მეგან ბასტიკმაც ისაუბრეს", ნათქვამია პორტალის ვებგვერდზე.
წყარო: ginsc.net