en
ge

სახალხო დამცველის განცხადება თანდოიანცის ეკლესიასთან დაკავშირებით

თბილისი. 2018 წლის 13 მარტს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს თანდოიანცის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ამავე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მიმდინარე სამუშაოების დაუყოვნებლივ შეჩერების მოთხოვნით, ვინაიდან, სახალხო დამცველის განმარტებით, ეს სამუშაოები ცვლიდა მის იერსახეს.
„ადრესატმა უწყებებმა არ გაიზიარეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია. განსაკუთრებით შემაშფოთებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის განცხადებაში, - „უარყოფითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ არ შეაჩერა ძეგლზე მიმდინარე სამუშაოები და არ მიმართა ეფექტურ ძალისხმევას ძეგლის იერსახის შესანარჩუნებლად, მაშინ როდესაც სახალხო დამცველის რეკომენდაცია და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტომასალა უწყებას ატყობინებდა იერსახის ცვლილების თაობაზე".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)