en
ge

„არა ფობიას“ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება

თბილისი. სამოქალაქო პლატფორმა „არა ფობიას" ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, პარტია „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ დისკრიმინაციულ, სიძულვილის ენის შემცველ განცხადებებს. ყოფილი პრეზიდენტი შედარებების გზით დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ კონტექსტში იხსენიებს სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს და ქალებს.
„ერთ-ერთ განცხადებაში მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს: „საქართველო ხომ არ არის რუსეთი. მე ღრმად მწამს, რომ საქართველო არ არის რუსეთი. საქართველოს და ქართველებს ვერ გაარუსებენ და მით უმეტეს, ვერ გააჩეჩნებენ. რაც ქართულმა ოცნებამ გააკეთა მარნეულში, ეს იყო ჩეჩნობა და შორს ჩვენგან ჩეჩნობა და კადიროველობა. ყველაფერს საზღვარი აქვს".
მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს და სხვა პოლიტიკოსებს, თავი შეიკავონ სიძულვილის ენის გამოყენებისგან და პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკისას ნებსით თუ უნებლიეთ არ შეურაცხყონ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები, იქნებიან ეს ქალები, ეთნიკური თუ სხვა უმცირესობის წარმომადგენლები.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)