en
ge

მოსამართლე, ირაკლი შავაძის ინტერესებს საია დაიცავს

თბილისი. 29 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს გაუგზავნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ირაკლი შავაძის კონსტიტუციური სარჩელი.
„ირაკლი შავაძე 2016 წლის 4 იანვრიდან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით შეუდგა მოსამართლის მოვალეობის შესრულებას ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მან 2017 წელს უვადოდ გამწესების მოთხოვნით მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 2018 წლის 14 და 15 თებერვალს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა შეავსეს შეფასების ფურცლები. საბჭოს ხუთი წევრის შეფასებით, ირაკლი შავაძე სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმთან დაკავშირებით ირაკლი შავაძემ 70%-ზე მეტი შეფასება მიიღო. მიუხედავად ამისა, ფარული კენჭისყრით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შავაძე არ აირჩიო მოსამართლედ უვადოდ.
საია-ს მიაჩნია, რომ საბჭოს უფლებამოსილება, დაუსაბუთებლად უარი უთხრას უვადოდ მოსამართლედ დანიშვნაზე იმ მოსამართლეს, რომელიც აკმაყოფილებს როგორც კეთილსინდისიერების, ისე კომპეტენტურობის კრიტერიუმებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს. ამ კონსტიტუციური დებულებით გარანტირებულია ადამიანის უფლება, უსაფუძვლოდ და თვითნებურად არ ეთქვას უარი სახელმწიფო სამსახურში საქმიანობაზე", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)