en
ge

„ღია მმართველობა საქართველოს” ფორუმში მონაწილე სსო-ების მიმართვა პრემიერ-მინისტრს

თბილისი. „ღია მმართველობა საქართველოს" ფორუმში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
„„ღია მმართველობის პარტნიორობის" თავმჯდომარე ქვეყნის, პასუხისმგებლობაა სხვა პარტნიორ ქვეყნებს აჩვენოს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის სფეროში რეფორმების საუკეთესო მაგალითი  და სამოქმედო გეგმის ფარგლებში აიღოს ვალდებულება ისეთი რეფორმების გატარებაზე, რაც უპასუხებს ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს და დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
თუმცა, საქართველომ ვერ გაამართლა პარტნიორობის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებული ამბიციური მოლოდინები. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ მეოთხე სამოქმედო გეგმას აკლია ამბიციური ვალდებულებები. მიუხედავად იმისა, რომ კორუფციასთან ბრძოლა, გლობალური სამიტის ერთ-ერთი გაცხადებული პრიორიტეტული მიმართულებაა,  მთავრობამ სამოქმედო გეგმაში არ გაითვალისწინა სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად შეთავაზებული მნიშვნელოვანი რეკომენდაცია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის თაობაზე.
ვინაიდან, გვსურს, რომ საქართველომ შეინარჩუნოს ღია მმართველობის კუთხით რეგიონული ლიდერის სტატუსი, და "ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმის მეშვეობით განახორციელოს  საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი რეფორმები, მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ ჩაერთოთ ამ პროცესებში", ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)