თბილისი. კოალიცია „დამუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის” საკონსტიტუციო სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურვის არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით მიმართავს.
კოალიციის ითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნას ცნობილი „მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების ის ნორმა, რომელიც მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების დახურულ სხდომაზე ჩატარებას არეგულირებს.
კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) მიერ წარედგინა.
წყარო: coalition.ge