en
ge

ქედაში ადგილობრივი რესურსების და საჭიროებების კვლევის შედეგები განიხილეს

აჭარა. ევროკავშირის მხარდაჭერით, ქედაში ადგილობრივი რესურსების და საჭიროებების კვლევის პირველადი შედეგები განიხილეს.
160-მდე ადგილობრივი დაინტერესებული პირი, მათ შორის ცხრა თემის 146 წარმომადგენელი, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოს 10 წევრი და ქედის მერი დაესწრო 10 სამუშაო შეხვედრას, რომელიც მიზნად ისახავდა ქედის ადგილობრივი რესურსების და საჭიროებების კვლევის პირველადი შედეგების წარდგენას და აღნიშნულ დოკუმენტზე უკუკავშირის მიღებას.
სამუშაო შეხვედრები ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის „ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)" ფარგლებში საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.
სრულად 
წყარო: http://enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა  საქართველოში  (მაისი 2024-ივლისი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)