თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალის ინფორმაციის თანახმად, გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში შეხვედრა გაიმართა.
„შეხვედრაზე განიხილეს 2018 წელს დაგეგმილი სხვადასხვა პროექტის ერთობლივად განხორციელების საკითხი, ასევე, იმსჯელეს 2019 წლის გენდერული ბიუჯეტის შექმნაზე, სამართლებრივი აქტების გენდერულ ექსპერტიზაზე, გენდერულ აუდიტზე, საინფორმაციო და სხვა სახის ღონისძიებებზე, რომელიც გენდერული მეინსტრიმინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში