თბილისი. 2008 წლის ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ ბიულეტენს აქვეყნებს.
„ომი მძიმე დარტყმა იყო საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისათვის. კონფლიქტმა ზიანი მიაყენა ადამიანურ ურთიერთობებს, ნათესაურ და მეგობრულ კავშირებს. იქ სადაც 10 წლის წინ ინტენსიური მიმოსვლა და ვაჭრობა მიმდინარეობდა, დღეს რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეები უკანონოდ აკავებენ და აჯარიმებენ ადამიანებს. რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებების განცხადებით აფხაზეთის საოკუპაციო ხაზზე დაკავებულთა რაოდენობამ 2009-2017 წლებში 15 000 შეადგენდა; ხოლო ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 2016-2017 წლებში დაკავებულთა რაოდენობა 1 063 იყო. საოკუპაციო ხაზებზე ადგილი ჰქონდა სიცოცხლის ხელყოფის ერთეულ შემთხვევებსაც. 1990 წლებისა და 2008 წლის კონფლიქტებმა ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დააზარალა, მათ შორის 278 103 იძულებით გადაადგილებული პირია, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%. ეს ციფრები ჩვენი ქვეყანის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას დაკისრებულ უზარმაზარ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს", - ვკითხულობთ ბიულეტენში.
წყარო: სახალხო დამცველის ვებგვერდი