en
ge

EMC - სამხედრო პირებს შორის დაპირისპირების ფაქტის გამოძიების შესახებ

თბილისი. "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) სამხედრო პირებს შორის დაპირისპირების ფაქტის გამოძიებასა და დაზარალებული სერგო ჯიმშერაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
მიმდინარე წლის 25 მაისს, ნორიოს ტყის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს პირველი საარტილერიო ბრიგადის სამხედრო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ერთ-ერთმა სამხედრომ, სერგო ჯიმშერაშვილმა - თავის ტვინის დაზიანებები მიიღო და 1 სექტემბერს თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ოჯახის მომართვის საფუძველზე, EMC გამოძიების წინაშე სერგო ჯიმშერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ინტერესებს იცავს.
„სერგო ჯიმშერაშვილის ჯანმრთელობის დაზიანებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შესახებ მიმდინარე საქმის მასალების სრულად გაცნობის შემდეგ ირკვევა, რომ 25 მაისს მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მყისიერი რეაგირება არ მომხდარა. ამ დროისთვის დაუდგენელი მიზეზებით, შსს-ში გამოძიება მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით დაიწყო", - აღნიშნულია EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, პროკურატურამ უზრუნველყოს გამოძიების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური წარმოება, რათა სრულად გამოიკვეთოს შსს-ს კრიმინალური პოლიციისა და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის წარმომადგენელთა შესაძლო გულგრილობის, უმოქმედობის ან სხვა პირადი დაინტერესების და პასუხისმგებლობის საკითხი. ასევე, იმისთვის რომ სერგო ჯიმშერაშვილის ოჯახის წევრებს ხელი მიუწვდებოდეთ მიმდინარე გამოძიების პროცესზე და ჰქონდეთ შესაძლებლობა დააკვირდნენ გამოძიების ხარისხს, პროკურატურამ უმოკლეს ვადებში უნდა უზრუნველყოს მათთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭება".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)