თბილისი. თბილისში მიმდინარე რუსული მედიაფორუმის თაობაზე, „კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს.
„რუსული მედიაფორუმი საქართველოში რუსეთის ჰიბრიდული ომის კიდევ ერთი დემონსტრირებაა", - ვკითხულობთ განცხადებაში, - „საქართველო არაერთხელ გამხდარა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების სამიზნე, რომელთა შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი. ამასთან ერთად, რუსეთის ფედერაცია საქართველოში საკუთარი სტრატეგიული ამოცანების მისაღწევად აქტიურად იყენებს "რბილ ძალას”, რაც აგრესიულ მედია პროპაგანდაში, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების დაფუძნებასა და სხვადასხვა სახის ფორუმების ორგანიზებაში გამოიხატება. ამ აქტივობების ერთ-ერთი მთავარი მიზანი საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება და საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტად პოლარიზებაა".
წყარო: http://www.isfed.ge