თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთათვის შეთავაზებულ ახალ ხელშეკრულებებსა და ამასთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს აფასებენ.
„განჭვრეტადი შრომის პოლიტიკისა და თანამშრომელთა შეფასების სისტემის არარსებობის პირობებში, სრულიად ბუნდოვანია თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა იმ თანამშრომელთა შერჩევა, რომელთაც მენეჯმენტისაგან მიიღეს შეთავაზება შრომითი პირობების მნიშვნელოვანი გაუარესების თაობაზე. ამასთან, მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ თანამშრომელთა შრომითი პირობების არსებითი გაუარესების პროცესები მხოლოდ 70-მდე თანამშრომელს არ უკავშირდება და მაუწყებლის მენეჯმენტმა ანალოგიური მიზნის მქონე სხვადასხვა პროცესი საზოგადოებრივი რადიოსა და მაუწყებლის პროექტების "საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების კვლევა" და „მედიის მონიტორინგი და ანალიზი" თანამშრომლების მიმართ სექტემბრამდე დაიწყო”, - აღნიშნულია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: https://emc.org.ge