იმერეთი. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იურისტებმა ქუთაისში გენდერული დისკრიმინაციის შესახებ საჯარო სემინარი ჩაატარეს.
საუბარი საქართველოში გენდერული დისკრიმინაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებსა და პრაქტიკას ეხებოდა. შეხვედრა ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ოფისში გაიმართა და მას საზოგადოებრივი ორგანიზაციების, კერძო დაწესებულებების, იურიდიული სამსახურის წარმომადგენლები, სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი