იმერეთი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება სოფელ შუქრუთში მიმდინარე პროცესებს, სადაც, ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობა უკვე 40-ზე მეტი დღეა კომპანია „ჯორჯიან-მანგანეზის“ საქმიანობას აპროტესტებს.
„სოფელ შუქრუთის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ კომპანიამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო მათ საკარმიდამო ტერიტორიებზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები, დაზიანდა და დღემდე ზიანი ადგება მათ საცხოვრებელ გარემოს, სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულ ეკლესიას და საფლავებს.”
საია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, განმცხადებლებს და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების დაწყებისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
სრულად...
წყარო: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)