თბილისი. ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებით ეხმაურება.
„ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არხზე ხორციელდება ხელისუფლების ზეწოლა დამფინანსებელი კომპანიისთვის პრობლემების შემქმნით. გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, გავრცელებული ჩანაწერების შესწავლის მიზნით, დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კავშირი ხელისუფლებას ამ საუბრების შინაარსთან და მასში მონაწილე პირებთან. სახელმწიფო უწყებებმა ტელეკომპანიასთან და მის მთავარ დამფინანსებელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და სხვა ქმედებები წარმართონ გამჭვირვალედ და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი