en
ge

ISFED კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს პასუხობს

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.
„14 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა პრესკონფერენცია გამართა და თავს დაესხა „სამართლიან არჩევნებს" 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშის გამო, რომელშიც შეფასებული იყო კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის გადამოწმებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება და „რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა" , - ვკითხულობთ განცხადებაში, - „ბექაურის პრესკონფერენცია ცალსახად მიმართული იყო ორგანიზაციის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ. „სამართლიან არჩევნებზე" თავდასხმის მიზნით გამართულ პრესკონფერენციაზე კომისიის თავმჯდომარის ბრალდებები იყო არათანმიმდევრული, დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებული. სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პრესკონფერენციაზე და შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში ბექაური მიმართავდა „სამართლიანი არჩევნების" დონორებს ორგანიზაციის დაფინანსების გადახედვასთან დაკავშირებით. „სამართლიანი არჩევნები" კახა ბექაურის, როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებულ მადისკრედიტირებელ განცხადებებს აფასებს, როგორც ზეწოლას და ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას, რაც სრულიად დაუშვებელია და დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)