„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციები წარადგინა.
რეკომენდაციები შეეხებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას და ოპოზიციის როლის გაზრდას, საბჭოს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებს.
„ჩვენი მოსაზრებები ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანმა ლიკა საჯაიამ წარადგინა. პრეზენტაციის გამართვის შემდეგ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში