თბილისი. 12 დეკემბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ზურაბ ჯაფარიძის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა.
„2 მაისს ზ. ჯაფარიძე პოლიტიკური პარტიის „გირჩის" წევრებთან ერთად სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ ნარკოტიკის შესაძლო მოხმარების გამო მოქალაქის ძალისმიერი დაკავების პროცესს შეესწრო. აღნიშნულს ზ. ჯაფარიძისა და „გირჩის" წევრების მხრიდან სიტყვიერი პროტესტი მოყვა.
ადგილობრივი სასამართლოების გადაწყვეტილებით, ზ. ჯაფარიძე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე. მომჩივანი სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა,” ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge