en
ge

საია კანონის ამოქმედების გადავადებას უარყოფითად აფასებს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უარყოფითა აფასებს „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონის ამოქმედების გადავადებას.
„კანონი, რომელიც პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო, ითვალისწინებდა, რომ ინსპექტორის მანდატი სამოხელეო დანაშაულთა ნაწილზე, წამების, დამამცირებელი ან არასათანადო მოპყრობისა და ასევე, სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულთა ნაწილზე უნდა გავრცელებულიყო 2019 წლის 1 იანვრიდან. წარმოდგენილი კანონპროექტით, გათვალისწინებულია ამ ვადის გადაწევა 6 თვით", - ვკითხულობთ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მიგვაჩნია, რომ „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" კანონის ამოქმედების გადავადება გამოწვეულია აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების არასათანადო მოქმედებებით, დროულად არ იყო გატარებული ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელი იყო კანონის ასამოქმედებლად და არ მომხდარა როგორც მიმდინარე, ისე შემდეგი წლის ბიუჯეტების დაგეგმვა იმგვარად, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო ამ ღონისძიებათა გატარების შესაძლებლობა".
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)