en
ge

კანონის ამოქმედების გადავადება დამაზიანებელია არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის

თბილისი. კონსტიტუციის 42-ე მუხლი აქვეყნებს განცხადებას: „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების გადავადება დამაზიანებელია წამების და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და მისი დროულად ამოქმედება არის მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლას, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი რიგი დანაშაულის მიუკერძოებელ და ეფექტურ გამოძიებას.
აღნიშნული რეფორმის დროულად განხორციელება, არსებითი მნიშვნელობის მქონეა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგი გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულების, მიუკერძოებელი გამოძიების სტანდარტის, გამოძიების მიმართ სანდოობის შექმნისა და დამკვიდრების პროცესისთვის", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: article42.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)