en
ge

ქალთა მოძრაობის პასუხი ღარიბი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს

თბილისი. ქალთა მოძრაობა ეკონომიკის მინისტრის განცხადებას - „არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ მუშაობა არ გვინდა. მაგრამ აქ არის კიდევ სხვადასხვა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა" პასუხობს.
„ფაქტია, რომ საქართველოში ქალების დიდი ნაწილი ანაზღაურებად შრომაში არ არის ჩაბმული, მაგრამ ამ რეალობის მიზეზი, ცხადია, სიზარმაცე არ გახლავთ; მიზეზები იმაზე მეტად კომპლექსური და მძიმეა, ვიდრე ეს ღატაკი ქვეყნის მინისტრს წარმოუდგენია.
უახლესი მონაცემებით, ქალები, რომლებსაც მინისტრის აზრით „მუშაობა არ უნდათ", კაცებთან შედარებით 3-ჯერ მეტ დროს უთმობენ არაანაზღაურებად საოჯახო საქმიანობას იმისდა მიუხედავად, დასაქმებულნი არიან თუ არა - საშუალოდ, ქალები საქართველოში კვირაში 45 საათს ხარჯავენ საოჯახო შრომაზე, რაც სრული განაკვეთით შრომის საათებს აღემატება. დასაქმებული ქალები, საშუალოდ, 42 საათს უთმობენ საოჯახო შრომას - რაც მიუთითებს, რომ ისინი ორმაგ შრომით ტვირთს ატარებენ. იმ ქალების 49%, რომელიც აცხადებს, რომ არ მუშაობს, ამის მიზეზად საოჯახო ვალდებულებებს ასახელებს", ნათქვამია განცხადებაში.
ქალთა მოძრაობა მოუწოდებს მინისტრს შეხვედრისკენ მოუწოდებს.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)